ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერი ადამ ჰოჯი აცხადებს, რომ „აკვირდებიან რუსეთში არსებულ სიტუაციას და მიმდინარე მოვლენებს აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც გაეცნო“.
„ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას და გავმართავთ კონსულტაციებს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ამ მოვლენებთან დაკავშირებით“, – ნათქვამია ჰოჯის განცხადებაში.
ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ მისმა მებრძოლებმა დონის როსტოვი დაიკავეს