საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ლიდერ ვაკო ყაზაიშვილს ამერიკულ ლიგაში ცუდი სეზონი არ ქონია, განსხვავებით გუნდისგან – “სან ხოსემ” ძალიან ცუდად იასპარეზა და მაჩანჩალა იყო. მიუხედავად ამისა, ქართველი ლეგიონერის ერთი გოლი საუკეთესოდ მიიჩნიეს.
ვაკომ გამორჩეული გოლი “ატლანტას” გაუტანა და გადარჩეულ 5 ყველაზე კარგ გოლს შორის პირველზე გავიდა.
ეს მატჩი სექტემბერში გაიმართა და 3:3 დასრულდა.