LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაკო დაბრუნდა და გაიტანა

87

ევროპაში საფეხბურთო ჩემპიონატები თანდათან უბრუნდებიან სეზონის მეორე ნახევარს და მატულობს ჩვენებური ფეხბურთელების გამოსვლაც. ვნახოთ, როგორი აქტივი აქვთ ქართველ ფეხბურთელებს გასული უიქ-ენდის მიხედვით.

 
საფრანგეთი. ლიგა 1. ჯაბა კანკავა კვლავ შეუცვლელი იყო, “რეიმსი” კი სტუმრად “გაზელეკ აიაჩოს” დაუზავდა – 2:2. ჯაბა ორჯერ შორეული დარტყმით დაემუქრა მასპინძელთა კარს.
ჰოლანდია. ერედივიზიე. ვაკო ყაზაიშვილმა ისევ გამოიჩინა თავი. “ვიტესი” ერთ-ერთ აუტსაიდერ “კამბურს” ესტუმრა და 2:0 მოუგო. ვაკო გურამ კაშიას უნდა შეეცვალა, თუმცა მანამდე საჯარიმოში ბურთი მიიღო, ორ მცველს გასცდა და გაიტანა. ეს მისი მე-7 გოლია სეზონში.
იტალია. სერია A. ლევან მჭედლიძეს არ უთამაშია “კიევოსთან” შეხვედრაში (1:1), თუმცა წინა შემთხვევებისგან განსხვავებით სათადარიგოთა სკამზე იჯდა.
ესპანეთი. სეგუნდა დივიზიონი. გიორგი აბურჯანიას დებიუტი არ შედგა, თუმცა “ხიმნასტიკის” შემადგენლობაში სათადარიგოთა შორის იყო.
კატალონიელებმა სტუმრად 3:1 მოუგეს ლიდერ “ალავესს”.
ინგლისი. ჩემპიონშიფი. აკაკი გოგიამ “ბრენტფორდის” დუბლებში დუბლი შეასრულა, თუმცა პირველ გუნდში ისევ არ უთამაშია, “ბრენტფორდი” კი შინ 1:3 დამარცხდა “ბარნლისთან”.
პორტუგალია. სეგუნდა. გიორგი მაკარიძის “ფეირენშე” “ავეშს” ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. ჩვენებურმა 90 წუთი ითამაშა.
ავთო ებრალიძის “ჟილ ვისენტემ” “ბრაგას” სარეზერვო გუნდს 4:1 მოუგო. ებრალიძემ 90 წუთი ითამაშა.
საბერძნეთი. სუპერლიგა. გიორგი მერებაშვილის (57-ე წუთზე შევიდა) “ლევადიაკოსი” შინ “ირაკლისს” დაუზავდა – 1:1.
თურქეთი. სუპერლიგა. ნიკა ძალამიძის (განაცხადში არ იყო) “რიზე” შინ “გენჩლერბირლიგისთან” 2:3 დამარცხდა.
თორნიკე ოქრიაშვილს, წესით, დღეს უნდა ჰქონდეს დებიუტი “ესქიშეჰირში”, მეტოქე გრანდი “ფენერბაჰჩეა”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები