LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაკო და გურამი მანჩესტერის წინააღმდეგ: რას შვრებიან ჩვენები ევროპაში (ვიდეო)

116

ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფმა „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა. მისი მეტოქე იყო MLS-ის კლუბი „სან ხოსე“, რომელშიც ორი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს – ვაკო ყაზაიშვილი და გურამ კაშია.

ინგლისელთა წინააღმდეგ კაშია ძირითად შემადგენლობაში მოხვდა, ყაზაიშვილმა კი მეორე ტაიმი ჩაატარა სრულად და ერთი ასპროცენტიანი მომენტიც ჰქონდა – მისი დაახლოებით ხუთი მეტრიდან დარტყმული „მანჩესტერის“ მცველმა ცარიელი კარიდან გამოიტანა.

შეხვედრა 0:0 დასრულდა.

გიორგი მერებაშვილმა სეზონი გოლითა და წაგებით დაიწყო. პოლონეთის ჩემპიონატის პირველ ტურში ქართველის გუნდმა, პლოცკის „ვისლამ“ ექსტრაკლასას (უმაღლესი ლიგა) გასული სეზონის ბრინჯაოსმედალოსანი პოზნანის „ლეხი“ მიიღო და დამარცხდა.
მერებაშვილმა გასული სეზონი ტრავმის გამო ვერ დაასრულა და ზაფხული მკურნალობასა და რეაბილიტაციას მოანდომა.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი 58-ე წუთზე გამოჩნდა. ამ დროისთვის „ვისლა“ 0:1-ს აგებდა. გიორგიმ ანგარიში 77-ე წუთზე გაათანაბრა, მაგრამ პლოცკელებმა 89-ე წუთზე მეორე ბურთიც გაუშვეს და მაინც დამარცხდნენ 1:2.

 

https://www.youtube.com/watch?time_continue=5&v=c_IKqW_MfOE

 

ზედიზედ მეორე მატჩშია, გიორგი ხარაიშვილს შვედეთის ჩემპიონატში გოლი გააქვს. ამჯერად მან თავი „სირიუსთან“ გასვლით შეხვედრაში გამოიჩინა.
ხარაიშვილის „გიოტებორგი“ჩემპიონატის მე-14 ტურში აუტსაიდერს ესტუმრა და დიდი უპირატესობის მიუხედავად, მაინც დამარცხდა.
ეს უპირატესობა ხარაიშვილის დამსახურება იყო: მე-12 წუთზე მისი წაქცევისთვის პენალტი დაინიშნა, რომელიც ემილ სალომონსონმა გოლად აქცია, 37-ე წუთზე კი გოლი თავად ქართველმა გაიტანა: მცველის მოგერიებული ბურთით გიორგი საკუთარი მოედნიდან დაიძრა, ორი მცველს გასცდა, მეტოქის მოთამაშეებს შორის ბურთი გააძვრინა და თავისიანების უპირატესობა ორამდე გაზარდა.

თუმცა, „გიოტებორგმა“ ორბურთიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა, მეორე ტაიმში სამი გოლი გაუშვა და 2:3 დამარცხდა.
21 წლის ქართელმა 11 შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა, „გიოტებორგი“ კი 16 ქულით მე-12 ადგილზეა.

 

 

დანიური სუპერლიგის მეორე ტურში “ჰორსენისა” და “რანდერსის” დაპირისპირება ფრედ, 1:1 დასრულდა.
სტუმართა შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, საბა ლობჟანიძემ შეუცვლელად ითამაშა. პირველ ტაიმში რანდერსი იგებდა, გოლში მონაწილეობა საბამაც მიიღო, თუმცა მისმა კლუბმა მეტოქის შეტევებს ბოლომდე ვერ გაუძლო და 87–ე წუთზე მცველებმა პენალტი აიკიდეს, “ჰორსენსმა” შანსი გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა.

 

 

გიორგი არაბიძემ „ნასიონალში“ მორიგი გოლი გაიტანა. მისი ახალი გუნდი, პორტუგალიის ჩემპიონატისთვის ემზადება და მორიგ ამხანაგურ შეხვედრაში დაბალი ლიგის “ამორა” 2:1 დაამარცხა.
20 წლის ქართველი შემტევი მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა და 48-ე წუთზე „ამორას“ კარი მოჭრილი დარტყმით ეფექტურად აიღო.
არაბიძემ „ნასიონალში“ ოთხო შეხვედრა ჩაატარა და თავი უკვე მესამე გოლით გამოიჩინა.