ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობას იწყება. ამის შესახებ მედიას სასტუმრო „ბუდაპეშტის“ წარმომადგენელმა, გიორგი ზაქაიძემ განუცხადა და აღნიშნა, რომ ადგილზე მშენებლობის დაწყებისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.
„ჩვენ მშენებლობის ნებართვა სასამართლოდან გვაქვს. შეიძლება ხელის შეშლა იყოს, მაგრამ ეს სამართლიანი არ იქნება და ყურადღებას არ მივაქცევთ. მივიღეთ გადაწყვეტილება, სამშენებლო სამუშაოები დავიწყოთ. ადგილზე ჯერჯერობით დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს, რის შემდეგაც, სამშენებლო ნორმები იქნება დასაცავი. როგორც კი მომზადებას დავამთავრებთ, ტექნიკა მობილიზებულია და იმ წუთას დავიწყეთ სამშენებლო სამუშაოებს. “, – განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი ზაქაიძემ.