LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაკის პარკში აქციაზე დაკავებულები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

83
shss_1

ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აქციასა და კონტრაქციაზე დაკავებული ყველა პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დღეს თბილისში, ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აქციაზე და იქვე პარალელურად მიმდინარე კონტრაქციაზე, პოლიციამ ხუთი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დააკავა, ხოლო ერთი გააფრთხილა. 

შსს-ის ინფომაციით, პოლიციამ, ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი აქციის მონაწილე, 1958 წელს დაბადებული გ. ნ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავა, ხოლო, 1969 წელს დაბადებული თ. ფ., კომისიის გაფრთხილების მიუხედავად საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენების გამო, საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტიით“ გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის 174-ე 16 პრიმა მუხლით გამოავლინა და გაფრთხილება მისცა.

სამართალდამცველებმა, ასევე, კონტრაქციის ოთხი მონაწილე, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობისათვის დააკავეს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით: 1983 წელს დაბადებული გ. ო., 1975 წელს დაბადებული კ. კ., 1977 წელს დაბადებული ა. მ. და 1978 წელს დაბადებული გ.მ.

უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის ყველა დაკავებული ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლებულია. მათ მიმართ გრძელდება ადმინისტრაციული საქმისწარმოება. საქმის მასალები, სამართალდამრღვევთა მიმართ შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელის დადების მიზნით საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები