LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვახუშტის ხიდზე ხვალ ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

vaxushti

16 თებერვალს, 14:00-დან 15:00 საათამდე, ვახუშტის ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება. შეზღუდვა, სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარების აუცილებლობამ განაპირობა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, დროის ამ მონაკვეთში შეიცვლება დიდუბიდან ვახუშტის ხიდის გავლით, სააკაძის მოედნისკენ მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები.

“საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლის წერეთლისა და თამარ მეფის გამზირებს, საიდანაც გმირთა მოედანს დაუკავშირდება და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს,” – აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თბილისის მერია საზოგადოებას შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები