LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვახუშტის ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

vaxushtis-xidiI

მდინარე მტკვარზე გადასასვლელ ვახუშტის ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა დღეს განაცხადა. კახი კალაძის თქმით, 2015 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, მერიას სრული სურათი აქვს თბილისის ყველა ხიდთან დაკავშირებით და შესაბამისად, დაიწყება ავარიული ხიდების რეაბილიტაცია.

„მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ მდინარე მტკვარზე გადასასვლელი, ვახუშტის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშოები იწყება. ამ პროექტის ფარგლებში გათავლისწინებულია ახალი კონსტრუქციის სავალი ნაწილის სადეფორმაციო ნაკერების რკინა-ბეტონის თვალ-ამრიდების მოწყობა, ასევე გარე განათების ქსელის ხიდთან მისასვლელი სანიაღვრე ჭების და დაზიანებული კედლების რეაბილიტაცია და სანაპირო ბურჯების დანაგვიანებული შიდა სივრცის დასუფთავება. დაახლოებით 4-5 თვის განმავლობაში განხორციელდება ეს სამუშაოები. ასევე მინდა მოსახლეობას რაც შეიძლება სწრაფად მივაწოდოთ ინფორმაცია თუ როგორი იქნება მოძრაობა ამ კონკრეტულ მონაკვეთზე და როდიდან დაიწყება სამუშაოები,” – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ბუშის ქუჩის, კახეთის გზატკეცილის განაპირა ზოლებისა და მონუმენტ „ადამიანისა და მზის“ ტერიტორიის სრული რეაბილიტაცია იგეგმება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები