LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვახუშტის ხიდის ნაწილზე მოძრაობა დღეიდან აღდგება

141
237600079

ვახუშტის ხიდის რეაბილიტირებულ ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა ხვალიდან აღდგება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის გუშინდელ სხდომაზე განაცხადა.მისი თქმით, დღის ბოლომდე პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულდება, რომლის შემდეგაც რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაიწყება.

ვახუშტის ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს, რომელიც მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს ახალი კონსტრუქციის, სავალი ნაწილის, სადეფორმაციო ნაკერებისა და რკინა-ბეტონის თვალამრიდების მოწყობა. ასევე, გარე განათების ქსელის, ხიდთან მისასვლელი სანიაღვრე ჭების, დაზიანებული კედლების რეაბილიტაცია და სანაპირო ბურჯების დანაგვიანებული შიდა სივრცის დასუფთავება.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტი“ ახორციელებს. პროექტის განხორციელებაზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან   2 394 434 ლარი დაიხარჯება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები