LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვახტანგ მეგრელიშვილი: „სასაცილოა, რომ ქართულ პოლიტიკაში ქალები რამით გამორჩეული იყვნენ“

133
ვახტანგ მეგრელიშვილი

„ვისზე ლაპარაკობთ, მე არ ვიცი. ადგილებს რომ ეძებენ პარტიებში, იმ ქალებზე ლაპარაკობთ? რა როლი გამოიჩინეს ქალებმა, კაცებს რომ ადარებთ? ხომ არიან ქალები, რა განსაკუთრებული როლი აქვთ ამ ქალებს საპარლამენტო ცხოვრებაში?”, – ამ განცხადებით უპასუხა პარტია „გირჩის“ დეპუტატმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა სავალდებულო კვოტირების გაუქმების კანონპროექტთან დაკავშირებულ კითხვას, რომლის თანაავტორიც თავადაა.

„გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა „TV პირველის“ ეთერში აღნიშნა, რომ პროფესიულად მათი [ქალების] გამორჩევა „უცნაურად გამოიყურება, თუ ვინმეს ტელევიზორებში ხმაურის მიხედვით არ ვაფასებთ”.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ საპარლამენტო ცხოვრებამ ძალიან ბევრი მშრომელი, მიზანსწრაფული ქალი გამოაჩინა და მათ შორის, „აგენტების შესახებ“ კანონპროექტის დროს გამოხატული პროტესტითაც, მეგრელიშვილმა უპასუხა:

„ვინ არიან? მეც გამაცანით”. რა გააკეთეს ასეთი? მე იქ ვმუშაობ, ჩემი კოლეგები არიან ეს ხალხი, მიყვარს, პატივს ვცემ, მაგრამ რამით რომ პროფესიულად ესენი გამოარჩიო ვინმესგან, უცნაურად გამოიყურება, თუ ტელევიზორებში ხმაურის დეციბელების მიხედვით არ ვაფასებთ ვინმეს.

ასევე ნახეთ

„ეს არის ქალების განდევნა საჯარო პოლიტიკიდან და ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებიდან“.

არც ჩვენ ვბრწყინავთ, კი ბატონო, მაგრამ რამით რომ გამორჩეული იყვნენ ამ პარლამენტში და ზოგადად, დღევანდელ ქართულ პოლიტიკაში ქალები, უბრალოდ სასაცილოა”, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

ჟურნალისტის რეპლიკაზე: „თქვენ არ აკეთებთ დისკრიმინაციას? თუ თანასწორობაზე ლაპარაკობთ”, მეგრელიშვილმა აღნიშნა, რომ თანასწორობაზე ლაპარაკობს, თუმცა ეს უნდა „დაიმსახურო”.

„თანასწორობაზე ვლაპარაკობთ, ოღონდ ეგ უნდა დაიმსახურო. დამსახურებით ხდება. საქართველოში სამჯერ იყო ქალი პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი.

უამრავი პარტიაა, სადაც ქალი არის ლიდერი, მაგრამ ჯამურად რომ შეხედოთ, პოლიტიკა ქალების ინტერესი სფეროს არსად არ წარმოადგენს სამყაროში. სამყაროში ასეა განაწილებული მათი ინტერესები, ქალების ინტერესები არის სხვა პროფესიები”. – აღნიშნა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

„დაგეგმილი ცვლილებებით უგულებელვყოფთ ქალების მრავალწლიანი ბრძოლის შედეგებს“ – სახალხო დამცველი გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ კანონპროექტს უარყოფითად აფასებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები