ჟურნალისტმა ნინია ახვლედიანმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მაესტრო ვახტანგ კახიძე „რუსული სამკუთხედისთვის“ დაწერილ მელოდიას ასრულებს. ჟურნალისტის თქმით, ამ შესრულებას განსაკუთრებული სევდა ახლდა თან, რადგან ახლახან გარდაიცვალა ვახტანგ კახიძის დედა და კომპოზიტორმა ეს შესრულება მის ხსოვნას მიუძღვნა.
ნინია წერს:
„უკვე მეორედ მოვუსმინე ცოცხლად ჩემს საყვარელ მელოდიას – “რუსული სამკუთხედის” საუნდტრეკს. თუმცა დღევანდელ შესრულებას სხვა სევდა ახლდა თან – მაესტრო ვატო კახიძემ ის დედის ხსოვნას მიუძღვნა. დედა დღეს დაკრძალეს. ბოლო ჟესტი!“