Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ვახშამი მორატასთან: ესპანელი ფეხბურთელი გულშემატკივარს დაუმეგობრდა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვახშამი მორატასთან: ესპანელი ფეხბურთელი გულშემატკივარს დაუმეგობრდა

27

ტურინის „იუვენტუსის“ ესპანელმა ფორვარდმა ალვარო მორატამ „ინტერთან“ სათასო მატჩის შემდეგ თავის გულშემატკივართან ერთად ივახშმა და მას ტელეფონის ნომერიც მისცა.
მას შემდეგ, რაც „იუვემ“ იტალიის თასზე „ინტერს“ დიდი ანგარიშით მოუგო, „ბებერი ქალბატონის“ ქომაგი სახელად ჯანმარკო გამარჯვების აღსანიშნავად ადგილობრივ ბარში წავიდა. მას თავისი კუმირის, მორატას მაისური ეცვა. მალევე, სწორედ ამ ბარში შევიდა მორატა მეგობრებთან ერთად. როდესაც მის მაისურში გამოწყობილი ახალგაზრდა შეამჩნია, ესპანელი ფეხბურთელი თავად მივიდა ჯანმარკოსთან, მასთან ფოტო გადაიღო და ავტოგრაფიანი მაისურიც უსახსოვრა. ალვარომ ოფიციანტს ისიც უთხრა, რომ გულშემატკივრის ხარჯს თავად დაფარავდა. თუმცა მორატას ესეც არ ეყო, ცოტა ხანში ჯანმარკოს თავის მაგიდასთან უხმო და მათთან ერთად დარჩენა შეთავაზა.
„მან ჩემ ცხოვრებაზე გამომკითხა, თუ რას ვსწავლობ. დიდი ხნის საუბრის შემდეგ ალვარომ შემომთავაზა ტელეფონის ნომრები გაგვეცვალა. ბოლოს ჩემი ვახშმისაც გადაიხადა, გადამეხვია და მითხრა: სასიამოვნო იყო შენი გაცნობა ჯანმარკო, იმედია კიდევ შევხვდებით.“
არ ვიცი რა მელოდება ცხოვრებაში, მაგრამ ერთხელაც მოვყვები: „მე ტურინში საღამო გავატარე და ვივახშმე ალვარო მორატასთან ერთად“, – დაწერა ჯანმარკოს ემოციური სიტყვები „გაძეტა დელო სპორტმა“.

 

 

CZ5Mx9zUMAApXHR

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები