LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვახო სანაიაზე თავდასხმისთვის დაკავებულ 3 პირს ბრალი წარუდგინეს – პროკურატურა პატიმრობას ითხოვს

69
BeFunky-collage (1)

საქართველოს პროკურატურამ, ჟურნალისტ, ვახო სანაიაზე თავდასხმისთვის დაკავებულ 3 პირს ბრალი წარუდგინა. პროკურატურამ ვ.გ.-ს, გ.ს.-ს და ს.ს.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

როგორც პროკურატურის განცხადებაში ვკითხულობთ, მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ცნობით, ვახო სანაიას თავს მისი პროფესიული საქმიანობის გამო დაესხნენ. ბრალდებულებმა სანაია ჯერ წააქციეს, შემდეგ კი მასზე ფიზიკურად იძალადეს. სანაიას პროფესიული საქმიანობის გამო შეურაცხყოფას აყენებდნენ და უცენზურო სიტყვებით მიმართავდნენ, ერთ-ერთი მათგანი სიცოცხლის მოსპობითაც დაემუქრა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

 

ამავე თემაზე:

 

ვახო სანაია: “მინდა ამ არარაობებს ვუთხრა, ილოცონ დღე და ღამე, რომ ეს სტრესი ნეგატიურად არ აისახოს ჩვენს შვილზე, თორემ ციხე მათთვის მონაგონი იქნება”

გარწმუნებთ, დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს – ირაკლი ღარიბაშვილი ვახო სანაიას თავდასხმაზე

ვახო სანაიას მეუღლე: “დაუდასტურდა ტვინის შერყევა, ახლა დამატებით კვლევებზე გადაგვამისამართეს”

“მაგას სახეზე ცემის კვალი არ ეტყობოდა და რანაირად ცემეს” – დაკავებულის მამიდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები