LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულებს 6 თვიანი პატიმრობა შეეფარდათ

110
4b304ecda10e52a361cf6e4456cf8d39-XL

ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე დაკავებულ სამივე ბრალდებულს,  ვაჟა გიგაურს, სულიკო საყევარაშვილისა და გიორგი სახელაშვილის, 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდა, რომლის ვადაც დღეს იწურება. შესაბამისად, სამივე პირი დღესვე გათავისუფლდება.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა ვახო სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე 3 პირი დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები