LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვახო სანაიასა და მის ოჯახზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტს სასამართლო ამ წუთებში განიხილავს

92
vaxo da coli

თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მის ოჯახზე მომხდარ თავდასხმის ფაქტზე პროცესი იმართება.

საქმეზე ბრალდებული სამი პირი მომხდარიდან მალევე დააკავეს და წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან.

მათ სამ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ცნობისთვის, „ფორმულას“ ჟურნალისტ ვახო სანაიას 25 თებერვალს თავს დაესხნენ. თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს – სულიკო საყევარაშვილს, გიორგი სახელაშვილსა და ვაჟა გიგაურს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ისინი სამართალდამცავებმა ვახო სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე დააკავეს.

მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები