LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვახო სანაიას საქმეზე ბრალდებულების საბოლოო განაჩენი დღეს გახდება ცნობილი

58
ვახო-სანაია

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულების – ვაჟა გიგაურის, სულიკო საყევარაშვილისა და გიორგი სახელაშვილის პროცესი დასრულდა.

სასამართლო სამივე პირის მიმართ განაჩენს დღეს გამოიტანს.

ვახო სანაიას განცხადებით, სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა გამოიტანოს.

“მოსამართლეს დარჩა ერთადერთი პროცედურა, გადაწყვეტილების გამოცხადება. პირველმა ინსტანციამ ამოწურა საქმის არსებითი განხილვა, ჩვენ ველოდებით ერთადერთ გადაწყვეტილებას – ეს არის სამართლებრივი შედეგი, რომ მათ ჩაიდინეს დანაშაული და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ,”- აცხადებს ტელეწამყვანი ვახო სანაია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები