Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
“ვახო ახვლედიანიც ისეთივე მსხვერპლია, როგორც დანარჩენი ბიჭები, წარმოუდგენელი ზეწოლაა მასზე” – ოჯახი განცხადებას ავრცელებს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვახო ახვლედიანიც ისეთივე მსხვერპლია, როგორც დანარჩენი ბიჭები, წარმოუდგენელი ზეწოლაა მასზე” – ოჯახი განცხადებას ავრცელებს

290
BeFunky-collage (3)

გიორგი შაქარაშვილის საქმის ფიგურანტის, ვახო ახვლედიანის ოჯახი კატეგორიულად ემიჯნება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის არ თანამშრომლობს გამოძიებასთან.

“პირიქით, მის ყველა ჩვენებაში დასტურდება, რომ მათ მოძალადეები საცემად მისდევდნენ,”- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ოჯახი ავრცელებს.

„ვახო ახვლედიანი და მისი ოჯახი პირველ რიგში სამძიმარს უცხადებს შაქარაშვილების ოჯახს წარმოუდგენელი ტრაგედიის გამო.

თავად ვახო და მისი ოჯახი კატეგორიულად ემიჯნება გაჟღერებულ აზრს, თითქოს ის არ თანამშრომლობს გამოძიებასთან. პირიქით, მის ყველა ჩვენებაში დასტურდება, რომ მათ მოძალადეები საცემად მისდევდნენ. ამ საქმეზე სამართლის აღსრულება,შაქარაშვილების ოჯახთან ერთად, სწორედ ვახო ახვლედიანის და მისი ოჯახის ინტერესში შედის.

წარმოუდგენელი ზეწოლაა მასზე, როგორც მოწმეზე, თითქოს ის სიმართლეს მალავს. ხშირ შემთხვევაში ბრალდებულების ადვოკატების ინტერპრეტაციებით შუქდება ახალი დეტალები, რის გამოც საზოგადოების ნაწილი შეცდომაში შედის.

ვახო ახვლედიანიც ისეთივე მსხვერპლია ამ სიტუაციაში, როგორც დანარჩენი ბიჭები, რომლებსაც მოძალადეები ტრაგედიის ღამეს დევნიდნენ. ექსპერტის შეფასებით, ისიც ბეწვზეა გადარჩენილი არაგვის ხევში გადაჩეხვას. ასევე სიკვდილს გადაურჩა სახის არეში სასტიკად ნაცემი მისი მეგობარი – გიორგი ქათამაძე.

ინციდენტის შემდეგ, შუბლგატეხილმა, სისხლიანმა, შოკურ მდგომარეობაში მყოფმა ვახომ მოახერხა თბილისში მეგობრებთან დარეკვა და მისი და მისი ახლო მეგობრის – სასტიკად ნაცემი გიორგი ქათამაძის თბილისამდე ჩამოყვანის ორგანიზება.

ხიდზე მომხდარი მეორე თავდასხმის დროს ყველა თავის გადასარჩენად მირბოდა. ოთხივე ბიჭი. ვახო ერთ-ერთია, ვინც შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს.

გაუგებარია, რატომ არ არის აქცენტი ბიჭების დასასჯელად ჩასულ რკინის ხელკეტებით შეიარაღებულ მოძალადეებზე და რატომ არის ასეთი ზეწოლა მსხვერპლზე.

ვთხოვთ და მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ფაქტების გავრცელებისგან, რაც ნაადრევი და არაობიექტური დასკვნების გამოტანის საშუალებას იძლევა ამ მნიშვნელოვან საქმეზე“, – აღნიშნულია ვახო ახვლედიანის ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები