LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვახერხებთ ეს პრობლემა მოვაგვაროთ და არცერთი უსახლკარო თბილისელი არ გვყავდეს: კახა კალაძე

82
კახა-კალაძე-3

დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მერია უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანების პრობლემას „ერთხელ და სამუდამოდ“ მოაგვარებს. როგორც ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას კალაძემ განმარტა, მისი დაპირების შესასრულებლად, რომელიც 4 წლის განმავლობაში 400 უსახლკარო თბილისელის დაკმაყოფილებას ითვალისწინებს, პირველი ნაბიჯები უკვე იდგმება და მომდევნო თვიდან დაახლოებით 15-16 ოჯახს მიეცემა მუნიციპალური საცხოვრისი.

შემდეგი 4 წლის განმავლობაში უსახლკარო სტატუსის მქონე არცერთი ოჯახი უბინაოდ არ დარჩება: კახა კალაძე

„ჩვენ ვახერხებთ იმას, რომ ეს პრობლემა სამუდამოდ მოვაგვაროთ და ერთხელ და სამუდამოდ, არცერთი უსახლკარო თბილისელი არ გვყავდეს. დავიწყეთ მუშაობა იმაზე, რომ მოდი ჩვენ ვიყოთ ის ადამიანები, ვინც ამ ოჯახებს, ამ ადამიანებს ამ პრობლემას მოუგვარებს. მათ ჰყავთ შვილები, შვილიშვილები და ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან ეს ადამიანები. მუშაობის შედეგად, მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, გავაკეთეთ ანალიზი, მოვიფიქრეთ კონკრეტული სქემა – რა უნდა გაკეთდეს და როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა. დავიწყეთ საბინაო ფონდის შექმნა. ჩემი დაპირება იყო, რომ 400-ვე ოჯახი ამ ოთხი წლის მანძილზე იქნება დაკმაყოფილებული. პირველი ნაბიჯები უკვე იდგმება. მომდევნო თვიდან დაახლოებით 15-16 ოჯახს მიეცემა მუნიციპალური საცხოვრისი, სადაც ისინი ჩვეულებრივად იცხოვრებენ. ექნებათ თავიანთი ჭერი, თავიანთი სახლი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები