ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე “პროკრედიტ ბანკის” ფილიალი დააყაჩაღეს. როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით 179-ე მუხლით დაიწყო გამოძიება, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
ამ დროისთვის არ არის ცნობილი რა რაოდენობის თანხა დაიკარგა.