შემთხვევა გვიან ღამით ფალიაშვილის ქუჩაზე მოხდა. შუახნის მამაკაცს ცივი იარაღით სახის არეში მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული.
დაშავებული ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც ყბა-სახის ქირურგი მერაბ ბიბიჩიძე აცხადებს, დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მიყენებული აქვს მრავლობითი ჭრილობები ბასრი საგნით სახის არეში და მარცხენა ფერდის არეში. ჭრილობები დამუშავდა, ჩატარდა პირველადი ქირურგიული დამუშავება. ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს რაიმე საფრთხე არ ემუქრება, პალატაში გააგრძელებს მკურნალობას.“ – აცხადებს ყბა-სახის ქირურგი.