ვაკეში მდებარე ეკლესიაში, სადაც მამა შალვა კეკელია მსახურობს, 15 აპრილს სკამები მიიტანეს. როგორც მამა შალვამ განაცხადა, ის სააღდგომო ლიტურგიაზე მრევლისთვის სპეციალურ სივრცეს მოაწყობს, სადაც სკამებიც იქნება განლაგებული.
სპეციალური “ფეისბუქ”-ლაივის საშუალებით საზოგადოებას ამცნეს, რომ სკამები ტაძარში უკვე მიტანილია და მზადება მიმდინარეობს.