LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაკეში ინოვაციური სავაჭრო სივრცე გაიხსნა, რომელიც მანქანის პარკირების პრობლემასაც სრულად აგვარებს

160
247690303-119607807140001-8359272493059933404-n

თბილისში, ვაკის პარკის მიმდებარედ, ინოვაციურმა სავაჭრო სივრცემ „მულტიმ“ ფუნქციონირება დაიწყო.

ახალი კონცეფციის სავაჭრო სივრცე აერთიანებს როგორც სასურსათო, ისე საყოფაცხოვრებო ქიმია-ჰიგიენის, ფარმაციის, საკანცელარიო, აქსესუარებისა და წიგნების, საბავშვო სათამაშოებისა და სამეურნეო პროდუქციის მაღაზიებს. მისი მთავარი ინოვაციურობა ერთი სალაროს პრინციპში მდგომარეობს. სხვადასხვა ბრენდის პროდუქცია ერთ სივრცეში, ერთი სალაროს პრინციპით შეგიძლიათ შეიძინოთ. ამ ეტაპზე, „მულტიში“ წარმოდგენილია ისეთი ცნობილი, წარმატებული ბრენდები როგორებიცაა: „სპარი“, „ალკორიუმი“, „სუფთა სახლი“, „ფარმადეპო“, „ნოსტე“, ბრიკორამა“, „ბიბლუსი“, კაფე „პიატო“ და „იქს ეს სათამაშოები“.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, „მულტის“ უნიკალურობის კიდევ ერთი დასტური ე. წ. ვალეტ სერვისია, რომელიც მანქანის პარკირების პრობლემას სრულად აგვარებს.

„ამ მომსახურების ფარგლებში დატოვებთ მანქანის გასაღებს, მშვიდად შეიძენთ საყიდლებს „მულტიში“ და სავაჭრო სივრციდან გამოსვლამდე დისტანციური სასიგნალო ღილაკის საშუალებით მიანიშნებთ, რომ გასვლას აპირებთ. შედეგად, გასვლისას ავტომობილი გასასვლელ კართან დაგხვდებათ“, – აცხადებენ „მულტიში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები