დაუზუსტებელი ინფორმაციით, ვაკეში მომხდარი შეირაღებული თავდასხმის შედეგად ერთი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.
ინფორმაციას ამის შესახებ „პირველი რადიო“ ავრცელებს. აღნიშნული მედიასაშუალება მომხდარის ამსახველ ფოტოებსაც აქვეყნებს.
გავრცელებული ცნობით, შემთხვევა ფალიაშვილისა და თაქთაქიშვილის ქუჩების გადაკვეთაზე მოხდა. ცეცხლი 2 ახალგაზრდა მამაკაცს გაჩერებულ მანქანაში გაუხსნეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდართან დაკავშირებით კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.