თბილისში, ე.წ. თერგის ბაზრობის ტერიტორიაზე განთავსებულ სავაჭრო ჯიხურებში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.
ამ დროისთვის მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.
ღია ცეცხლი ბაზრის ტერიტორიის მეორე სართულზეა.
სადგურის მოედანზე ბაზრობაზე ხანძარია
ადგილზე მუშაობს 80-მდე მეხანძრე-მაშველი. მობილიზებულია ყველა შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ე.წ. თერგის ბაზრობის ტერიტორიაზე შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.
პირველადი ინფორმაციით, ხანძარი სათამაშოების მაღაზიებს გაუჩნდა,” – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
მათივე ცნობით, მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა.
უსაფრთხოების მიზნით, მიღებულია ყველა საჭირო ზომა, ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია და პერიმეტრს იცავს საპატრულო პოლიცია.
გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით, ჩატარდება კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები და დაინიშნება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა.