LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვაგნერი“ ევგენი პრიგოჟინის შესაძლო დაღუპვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

700
BeFunky-collage - 2023-08-24T004602.213

„ვაგნერის“ დაჯგუფებასთან დაკავშირებული „ტელეგრამ“ არხი Gray Zone ევგენი პრიგოჟინის შესაძლო დაღუპვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, პრიგოჟინი „რუსეთის მოღალატეების ქმედებების შედეგად” დაიღუპა.

„ვაგნერის“ ჯგუფის ხელმძღვანელი, რუსეთის გმირი, თავისი სამშობლოს ნამდვილი პატრიოტი – ევგენი ვიქტორის ძე პრიგოჟინი რუსეთის მოღალატეების ქმედებების შედეგად დაიღუპა. ის ჯოჯოხეთშიც კი საუკეთესო იქნება! დიდება რუსეთს!“, – ნათქვამია განცხადებაში.

რუსული მედიის ცნობით, სასწრაფო დახმარების სამსახურმა ტვერის ოლქში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთაგან რვა ადამიანის ცხედარი უკვე იპოვა.

ამასთან, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მეორე ბიზნეს თვითმფრინავი, რომელიც ასევე ეკუთვნის ევგენი პრიგოჟინს, მოსკოვში დაეშვა. Flightradar-ის ცნობით, Embraer ERJ-135BJ Legacy 650 ნომრით RA-02748 ოსტაფიევოში დაჯდა.

შეგახსენებთ, BBC-ის ცნობით, დაჯგუფება „ვაგნერის” დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი იმ თვითმფრინავის მგზავრთა სიაში იყო, რომელიც რუსეთში ჩამოვარდა და ბორტზე მყოფი 10-ვე ადამიანი დაიღუპა.

„არ მიკვირს” – ჯო ბაიდენი ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე

„როსავიაცია” ადასტურებს, რომ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე პრიგოჟინი იმყოფებოდა – მგზავრების ჩამონათვალი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები