LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაფრთხილებ მთავარ ნარკობარონს, ივანიშვილს, ერის რისხვა გარდაუვალი იქნება – შალვა ნათელაშვილი

72

“დღეს საქართველო იმართება ბერა ივანიშვილის კლიპებით, საიდანაც წუხელ შევიტყვეთ, რომ მმართველ ოჯახს გადაწყვეტილი აქვს ნარკოტიკებით ვაჭრობის დაკანონება,”- ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

შალვა ნათელაშვილი პარლამენტს მოუწოდებს, ნარკოვაჭრობაზე სამუდამო პატიმრობა დააწესოს.

“მე მინდა გავაფრთხილო მთავარი ნარკობარონი, ბიძინა ივანიშვილი, ერის რისხვა იქნება გარდაუვალი, თუ ახალგაზრდობის გადასაშენებლი ნივთიერებებით თავისუფალი ვაჭრობის ლეგალიზაციას მოახდენთ,”- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.