LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაფრთხილებ მოსახლეობას, ძალიან ძვირად დაუჯდებათ სიჩუმე, გვიან იქნება თითზე კბენანი: ნინო ბურჯანაძე ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე

5152
ნინო ბურჯანაძე

ოპოზიციონერი ლიდერი ნინო ბურჯანაძე ე.წ ფულის გათეთრების საქმეზე ხვალინდელ სასამართლო პროცესს ეხმიანება, სადაც საბოლოო განაჩენი უნდა გამოცხადდეს. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, „კატეგორიულად გმობს იმ ყველაფერს, რაც მამუკა ხაზარაძესთან, ბადრი ჯაფარიძესთან და ავთანდილ წერეთელთან მიმართებაში ხდება და მათ სოლიდარობას უცხადებს“.

ნინო ბურჯანაძე „სრული პასუხისმგებლობით აფრთხილებს საქართველოს მოსახლეობას, რომ ძალიან ძვირად დაუჯდებათ სიჩუმე“.

თუ სასამართლო დარჩება სამართლებრივ სივრცეში, მაშინ ამ საქმეზე გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი მაქვს…არავითარი საფუძველი ამ ბრალდებას არ გააჩნია: ზვიად კორძაძე ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე

„ქართულ ოცნებაში“ ყველაფერზე არიან წამსვლელები: ბერდია სიჭინავა ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე

ხვალინდელი განაჩენის ფასი ბნელი მომავალი + სავარაუდოდ 1.5 მილიარდი დოლარია – ხუხაშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე

პოლიტიზებული მართლმსაჯულება ავტორიტარული რეჟიმების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია – სოლიდარობა ხაზარაძე/ჯაფარიძე/წერეთელს: პარტია „დროა“

„ის, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი, ამაში ეჭვი არავის ეპარება საქართველოში. ბიძინა ივანიშვილმა თავი გამოიჩინა ადამიანების პირადად დევნით, რომლებიც მისთვის მიუღებელია და პრობლემას ქმნის და უნდა, რომ თავიდან მოიშოროს. ბიძინა ივანიშვილისთვის მიუღებელი იყო ის საქმიანობა, რომელსაც მამუკა ხაზარაძე აწარმოებდა ანაკლიის პორტთან მიმართებაში. ის, ბუნებრივია, პირდაპირ მას არ დაუკავშირდებოდა ისევე, როგორც პირდაპირ არაფერს აკეთებს, როგორც ეს სჩვევიათ ოლიგარქებს და მისი ტიპის ადამიანებს. ის ხაზარაძეს დაუპირისპირდა მითიური „ფულის გათეთრების“ საკითხით. ის, რომ ეს პროცესი თავიდან ბოლომდე ყალბია და აგებულია ხაზარაძე-ჯაფარიძეს ივანიშვილი გაუსწორდეს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მისთვის არ არსებობს მორალური პრინციპები, ადამიანური და სამართლებრივი პრინციპები. დანაშაულის ჩადენის მიუხედავად, ნებისმიერი ადამიანი თუ ის ივანიშვილის მორჩილია, მისთვის მისაღებია და შეიძლება მისი მარჯვენა ხელიც გახდეს. ის, რაც დღეს საქართველოში ხდება განგაშის სიგნალი უნდა იყოს ნებისმიერი მოქალაქისთვის.

მათ ან მათი ოჯახის წევრებს მიადგებიან. თუ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას მოვითმენთ, ეს აუცილებლად მოხდება. ნებისმიერი ქართველის კარზე მივა ივანიშვილი, რომელიც მას შეიძლება წინ გადაეღობოს. ნებისმიერმა ადამიანმა ხვალ სოლიდარობა უნდა გამოუცხადოს ხაზარაძეს, ჯაფარიძესა და წერეთელს და უნდა გავაპროტესტოთ პოლიტიკური მართლმსაჯულება, რომელიც საქართველოში წესად იქცა“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

როგორც ბურჯანაძე ამბობს, „ისე წავიდა ვითარება, რომ ვერაფერი ვერაფერს შეცვლის ვადამდელი არჩევნების გარდა“.

„იმასთან შეგუება, რაც ახლა ხდება, უბრალოდ დანაშაულია. პრაგმატულად უნდა ესმოდეს ყველას, რომ ეს ყველას კატასტროფისკენ მიიყვანს. ამიტომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოშორდეს ივანიშვილი ხელისუფლებას, თორემ ის ქვეყნები, რომელსაც ცოტა ირონიულად ვასახელებდით, როგორც ავტოკრატულ და დიქტატორულ სახელმწიფოს, მანდ მოსანატრებელი არ გახდეს დიდად თავმოყვარე ქართველებისთვის“, – განაცხადა ბურჯანაძემ.