LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაჟიშვილის დაბადების შემდეგ ჯანეტ ჯექსონმა ისლამი მიიღო

182

50 წლის ჯანეტ ჯექსონი დედა 3 იანვარს გახდა. პატარას ისსა-ჯოზეფი დაარქვეს, პირველი სახელი არაბულად იესოს ნიშნავს, მეორე კი ჯანეტის გარდაცვლილი ძმის, მაიკლ ჯექსონის მეორე სახელია.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა ისიც, რომ მომღერალმა ისლამი მიიღო. ჯანეტის მეუღლე,  ყატარელი მილიარდერი უისამ ალ-მანა ცოლს თანაცხოვრების ხუთი წლის განმავლობაში რელიგიის შეცვლას სთხოვდა და საბოლოოდ  მიზანს მიაღწია.

ინფორმაცია, რომელიც ქსელში გავრცელდა, ბევრისთვის მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა, რადგან ჯანეტი, რომელსაც საკუთარი ფორმების გამოჩენა უყვარდა, ბოლო დროს ჰიჯაბით დადიოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები