LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაჟა მარგველაშვილი ევროპის ჩემპიონია

13

რუსეთის ქალაქ ყაზანში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი 66 კგ. წონით კატეგორიაში – ვაჟა მარგველაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა.

მარგველაშვილმა ფინალურ შეხვედრაში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი კოლინ ოუტსი იპონოთ დაამარცხა და 66 კილოგრამში კონტინეტის საუკეთესო ძიუდოისტის ტიტული მოიპოვა.

ფინალურ დაპირისპირებამდე, მარგველაშვილმა 1/2 ფინალში ბელარუს დიმიტრი შერჟანს სძლია, 1/4 ფინალში მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი რუსეთიდან არსენ გალსტიანი დაამარცხა, წინასწარ შეხვედრებში კი თურქი სინან სანდალი და პორტუგალიელი ანდრე სუარეში ჩამოიცილა გზიდან.

აღსანიშნავია, რომ 22 წლის ვაჟა მარგველაშვილმა 25-27 მარტს თბილისში გამართული გრან პრი მოიგო, ევროპის ჩემპიონი კი კარიერაში პირველად გახდა.

ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს ბრინჯაოს მედლისათვის შეხვედრა დათმო საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა ამირან პაპინაშვილმა.

ევროპის ჩემპიონატის მეორე დღეს, 22 აპრილს მედლებისათის მამაკაცთა შორის 73 და 81 კგ. წონითი კატეგორიის სპრორტსმენები იბრძოლებენ, ქალთა შორის კი 63 და 70 კგ. წონითი კატეგორიის სპორტსმენები.
საქართველოს სახელით იჭიდავებენ ოლიმპიური ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), მსოფლიოს ჩემპიონი და ევროპის სამგზის ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ), ასევე ევროპის 2-გზის ვერცხლის პრიზიორი ნუგზარ ტატალაშვილი, ქალთა შორის კი ესტერ სტამი (70 კგ).

uniInc (1)
uniInc

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები