LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაჟა გაფრინდაშვილს ოჯახის წერილი გადასცეს

10698
BeFunky-collage

„წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა“ ცხინვალის ციხეში ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მოინახულა. ინფორმაციას თავად ორგანიზაცია ავრცელებს.

წჯსკ-ს მიერ გავრცელებულ ცნობაში განმარტებულია, რომ თავისუფლების აღკვეთის ადგილებში ორგანიზაციის ვიზიტების შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია და “ორმხრივი დიალოგის ფარგლებში განიხილება დაკავებაზე პასუხისმგებელ მხარესთან დაკავებული პირებისა და მათი ოჯახების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით”.

„ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი წითელ ჯვარს დაუკავშირდა 14 ნოემბერს. მოქმედებდა რა საკუთარი საერთაშორისო ჰუმანიტარული მანდატის ფარგლებში, წჯსკ-მ მოითხოვა ციხეში მისი მონახულების შესაძლებლობა. წჯსკ დელეგატებმა ბ-ნი გაფრინდაშვილი დღეს მოინახულეს. ვიზიტის დროს ბ-ნ ვაჟას გადაეცა ოჯახის წერილი, რაზეც მან წერილობითვე უპასუხა. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა ვიზიტის შესახებ უკვე აცნობა ბ-ნი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს”- ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, დღეს, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია თბილისში, გაერო-ს წარმომადგენლობის ოფისთანაც გაიმართა. აქციის მონაწილეებმა გაერო-ს ექიმის გათავისუფლებაში დახმარების თხოვნით მიმართეს.

რამდენიმე დღეში უნდა მოხერხდეს მისი გათავისუფლება – ქეთევან ციხელაშვილი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებზე

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცების შესახებ New Yourk Times წერს

შეგახსენებთ,  ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპირებული ცხინვალის სასამართლომ 15 ნოემბერს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ოკუპანტების და ოსი სეპარატისტების მოთხოვნაა ვაჟა გაფრინდაშვილმა აღიაროს, რომ საზღვარი გადაკვეთა, რაზეც ექიმი კატეგორიულ უარს აცხადებს.  გავრცელებული ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე პაციენტის სანახავად მიდიოდა.

პაციენტი ვაჟა გაფრინდაშვილზე: ის შეგნებულად წავიდა ამ საქციელზე, თან არც არავისთვის გაუმხელია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები