LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

16209
30

9 ნოემბერს ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი ირინა  გაფრინდაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ ცხინვალის ციხეში მყოფი მამა, წითელი ჯვრის წარმომადგენელმა მოინახულა. მისივე განმარტებით ქართველი ექიმი თავს ნორმალურად გრძნობს.

„დღე 25

რა გვაქვს სიახლე:
ხუთშაბათს 28 ნოემბერს წითელმა ჯვარმა მოახერხა მამას მონახულება ცხინვალის ციხეში. 29 ნოემბერს შეუტანეს ჩვენი გაგზავნილი ამანათი.

როგორც წითელმა ჯვარმა გვითხრა, მამა თავს ფიზიკურად გრძნობს ნორმალურად.
ამ ეტაპზე ადვოკატისგან და ცხელი ხაზის მეშვეობით მივიღეთ ინფორმაცია, რომ მასალები გადაეცა სასამართლოს და ველოდებით სასამართლო სხდომის ჩანიშვნას.
მიუხედავად ბევრი დადებითი სიგნალისა, სხვა სიახლე არაფერი არ გვაქვს სამწუხაროდ.

10-11 დეკემბერს ჩანიშნულია ჟენევის მოლაპარაკების ფორმატის მორიგი სხდომა.
#თავისუფლებავაჟაექიმს“, – წერს ირინა გაფრინდაშვილი.

ქართველი  ექიმი ოკუპანტებმა 9 ნოემბერს საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაიტაცეს. მას სეპარატისტულმა სასამართლომ საზღვრის უკანონო გადაკვეთის რალდებით  2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავრობამ მას ბრალი რამდენიმე კვირის წინ დაუმძიმა და 2008 წელს ომში მონაწილეობა დააბრალა. ვაჟა გაფრინდაშვილი ამ დრომდე ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ის იმყოფება ქართულ მიწაზე და მას არანაირი საზღვარი არ გადაუკვეთავს.

 

„წითელი ჯვრის“ წარმომადგენელმა ცხინვალის ციხეში ვაჟა გაფრინდაშვილი მოინახულა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები