LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი გაეროს სპეციალური კომისრის მოვლინებას სთხოვს

113
1574682574-ვაჟა-გაფრინდაშვილის-ცოლი-4

ოკუპირებული რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები გაეროს გენერალურ მდივანს მიმართავენ. მათ საგარეო საქმეთა სამინისტროში წერილი მიიტანეს, სადაც გაეროს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ექიმის გასათავისუფლებლად სპეციალური კომისრის მოვლინებას სთხოვენ.

მივმართავთ გაეროს გენერალურ მდივანს, რათა საქართველოში სასწრაფოდ  მოავლინოთ  გაეროს სპეციალური კომისარი, რომელიც მსგავს პრობლემებზე მუშაობს და დაუყოვნებლივ გამოიყენონ ყველა არსებული რესურსი, რათა მოხდეს ოკუპანტების მიერ უკანონოდ დატყვევებული ექიმის გათავისუფლება,” – აღნიშნულია წერილში.

ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე მთავრობა 24-საათიან რეჟიმში მუშაობს

ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან სრულ სინქრონში ​ვდგამთ ნაბიჯებს - გიორგი გახარია.

რა ეტაპზეა მოლაპარაკებები ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული ექიმის გასათავისუფლებლად ჯერჯერობით უცნობია. ოჯახის წევრები პრობლემის მოგვარებას საკუთარი ძალებით ცდილობენ. მათი განცხადებით, ორგანიზაცია „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლები ექიმს დღეს უნდა შეხვედროდნენ და მისთვის ამანათი გადაეცათ. თუმცა, ცხინვალში რადგან დღეს ცხინვალში დასვენების დღეა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ვაჟა გაფრინდაშვილთან მისვლა ვერ შეძლეს. ოჯახის წევრებმა არ იციან, რა მდგომარეობაშია უკანონო პატიმარი. ისინი ხელისუფლებას გათავისუფლების პროცესი მაქსიმალურად დაჩქარებისკენ კვლავ მოუწოდებენ.

 

ის რუსეთს საქართველოს მტრად მიიჩნევს – ე. წ. КГБ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკითხვის დეტალებზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები