ამ წუთებში ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, ცხინვალში, ლენინგორსკის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს პროცესი, სადაც განიხილება ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის საქმე. “ეხო კავკაზას” ცნობით, ვაჟა გაფრინდაშვილი ესწრება ე.წ. პროცესი დახურულია.
ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპანტებმა 9 ნოემბერს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. პირველი სასამართლო 13 დეკემბერს გაიმართა.
ქართული მხარე და ექიმის ოჯახის წევრები მის გათავისუფლებას ელოდებიან.