LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაჟა-ფშაველაზე კორპუსი აფეთქებას გადაურჩა

384
ფოტოტექსტში1

თბილისში საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა. „თბილისი ენერჯის“ ცნობით, მათ ერთ-ერთმა მოქალაქემ შეატყობინა, რომ დაკეტილი ბინიდან გაზის ძლიერი სუნი გამოდიოდა.

ადგილზე მისულმა სწრაფი რეაგირების ბრიგადამ კორპუსის სადარბაზოები, სავენტილაციო არხები და კორპუსის მიმდებარედ არსებული ჭები სპეციალური აღჭურვილობით შეამოწმა. დაკეტილ ბინასთან გაზის მაღალი კონცენტრაცია დააფიქსირა.

„თბილისი ენერჯის“ თანამშრომლებმა გაზის ონკანი გადაკეტეს და ბინაში სამაშველო სამსახურის ეკიპაჟის დახმარებით შევიდნენ. როგორც აღმოჩნდა, საცხოვრებელ სახლში გაზის დაგროვების მიზეზი გახსნილ მდგომარეობაში დატოვებული გაზქურის ღუმელი იყო.

„თბილისი ენერჯი“ მოსახლეობას სახლიდან გასვლისას გაზის დანადგარების შემოწმებისკენ მოუწოდებს და ახსენებს, რომ არსებული კანონმდებლობის თანახმად მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი მის საცხოვრებელ ფართში გაზის მოწყობილობების მოხმარების წესების დარღვევაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები