LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაჟა-ფშაველას N1 ჩიხში ასფალტის საფარის მოწყობა დაიწყო

19

საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ ვაჟა-ფშაველას N1 ჩიხში ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივ მცხოვრებლებს გაესაუბრა.
როგორც “ავტორადიოს” თბილისი მერიიდან აცნობეს, ასფალტის ძველი საფარის მოხსნის შედეგად, ობიექტზე 22 მიწისქვეშა ჭა აღმოჩნდა, რომელზეც ასფალტის საფარი იყო გადაგებული. შემსრულებელმა კომპანიამ კომუნიკაციები მოაწესრიგა. მოხდა ჭების აწევა საგზაო ნიშნულამდე, მოეწყო ბორდიურები.
თბილისი მერიის ცნობით, ამ მისამართზე ორფენიანი ასფალტი 2 492მ2 ტერიტორიაზე იგება. პროექტს კომპანია “ჯეოსერვისი” ახორციელებს. პროცესი ა(ა)იპ “თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის” სპეციალისტის მეთვალყურეობით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები