LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვადამდელი არჩევნები დაიდოს” – “მოძრაობა საქართველოსთვის” აქციას მართავს

52
აქცია - მოძრაობა საქართველოსთვის

“ვადამდელი არჩევნები დაიდოს” – ამ მოწოდებით “მოძრაობა საქართველოსთვის” თბილისში აქცია/მსვლელობას მართავს. მონაწილეებმა მშვიდობის ხიდზე ამავე წარწერის ბანერი გადმოფინეს და მსვლელობით “ქართული ოცნების” ოფისთან გადაინაცვლეს.

მათივე განცხადებით, მსვლელობა გაიმართება ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთანაც, ასევე მთავრობის ადმინისტრაციასა და პარლამენტთან.  მდუმარე აქციით მოძრაობის წევრები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.

“როგორც იცით, უკვე თითქმის 90 დღეა ვითხოვთ ვადამდელი საპარლამენტო არჩვენების ჩანიშვნას, ამას ვითხოვთ პარლამენტის ცენტრალურ შესასვლელთან გაშლილი კარავითაც. ეს არის ჩვენი უმთავრესი მოთხოვნა და ამისთვის ვართ გაერთიანებული არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ლაშა ხუსკივაძემ.

დღეს პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას კენჭს უყრის

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები