LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაჩე ღვინიაშვილი ქართველ ფეხბურთელებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს: „ზოგს უმაღლესი მოლოდინი აქ, ზოგს საშუალო, მაგრამ ჩვენ დღეს მოედანზე გავდივართ ყველანი ერთად…“

870
ვაჩე ღვინიაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია

მომღრალი ვაჩე ღვინიაშვილი საფეხბურთო ვარსკვლავ ხვიჩა კვარაცხელიასთან და საქართველოს ნაკრების სხვა წევრებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ დღეს გამორჩეული მატჩის დღეა:

„დღეს აი, ძალიან მთავარი და ყველაზე გამორჩეული მატჩი აქვს საქართველოს. დღეს ყველას სურს გამარჯვება, ზოგს უმაღლესი მოლოდინი აქ, ზოგს – საშუალო, მაგრამ ჩვენ დღეს მოედანზე გავდივართ ყველანი ერთად: სახლიდან თუ სტადიონიდან, მანქანიდან თუ სხვა ტრანსპორტიდან, ყველანი ერთად გავალთ და ჩვენსას ვიტყვით, მე მჯერა. (ცისფერი მთების არ იყოს, მარჯვნივაც და მარცხნივაც უნდა შევქანდეთ გამარჯვებისთვის).

P.S მე სახლიდან უნდა ვუგულშემატკივრო, როგორც 3 000 000 ადამიანი…“

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში დღეს საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები