„მანჩესტერ სიტის“ მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ შესაძლოა „იუვენტუსი“ ჩაიბაროს.
ესპანელი სპეციალისტი უკვე მოელაპარაკა ტურინულ კლუბს, კონტრაქტი 4 წელზეა შეთანხმებული.
საქმისთვის წერტილის დასმას არნახულად მაღალი ხელფასი უშლის – 23 მლნ ევრო წელიწადში. თუმცა თუ ორივე მხარე კომპრომისზე წავა, ხელშეკრულება უკვე მომავალ კვირაში გაფორმდება.
გვარდიოლას „სიტიში“ კიდევ ორი წელი დარჩა.
პეპი „ქალაქელებს“ 2016 წლიდან უდგას სათავეში. წლევანდელ სეზონში მისმა გუნდმა ყველა შესაძლო ინგლისური ტროფეი მოიგო.