საქართელოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ჯანო ანანიძემ ირლანდიასთან სანაკრებო მატჩი გამოტოვა. მიზეზი ტრავმაა. როგორც ითქვა, ფეხბურთელს მუხლი გაუსივდა.
თუმცა… ჯანომ სრული დატვირთვით ივარჯიშა კლუბში. “კრილია სოვეტოვის” გვერდზე ფოტომასალაც გამოქვეყნდა და ისიც წერია, რომ ვარჯიშში მონაწილეობა ყველა ჯანმრთელმა ფეხბურთელმა მიიღო, ჯანოს ჩათვლითო.
„კრილიას“ ჩემპიონატის მორიგი მატჩი ხვალ, 29 მარტს უწევს და იქ გამოჩნდება რამდენად სერიოზული იყო ანანიძის დაზიანება.
რასაკვირველია, ისედაც ტრავმების გატანჯულ ჩვენს ფეხბურთელს ჯანმრთელობას და მუდმივ თამაშს ვუსურვებთ, მაგრამ კითხვები მაინც ჩნდება. მით უმეტეს, რომ სტაჟიან გულშემატკივარს ეხსომება, რომ მსგავსი საეჭვო ვითარება ნაკრების ფეხბურთელებთან მიმართებაში გასულ წლებში არაერთხელ ყოფილა.