LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საჯარო მოსმენის პროცედურაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს იმსჯელებს

52
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საჯარო მოსმენის პროცედურაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს იმსჯელებს და გრაფიკს დაამტკიცებს.

იურიდიული საკითხთა კომიტეტის ფარგლებში უკვე შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მოსამართლეობის კანდიდატების კონსტიტუციასა და კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა უნდა დაადგინოს.

ცნობისთვის, „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“, “ლელო“ – პარტნიორობა საქართველოსთვის“, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – ძალა ერთობაშიას“ ფრაქციებმა, ასევე ცალკეულმა უფრაქციო დეპუტატებმა სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს და თქვეს, რომ პარლამენტში დაწყებული პროცესი შარლ მიშელის დოკუმენტის არსს არღვევს.