საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით შეირჩნენ.
„შეცდომაა: ჯერ „ამბიციური სასამართლო რეფორმა“ და შემდეგ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა.
სწორია: ჯერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესში ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება და შემდეგ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა. რაც მოხდა კიდეც.
იქ ვიყავი. ვიცი“, – წერს პაპუაშვილი.