LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“უყვარდა ეს ქვეყანა, მოვწონდით ჩვენ, მერე რაც მოხდა ყველა ვწერთ… როგორმე უნდა შევაჩეროთ ეს ისტერია!” – დათო ლიკლიკაძე

1051
ლიკლიკაძე დათო

ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე მთაწმინდის ფერდობზე ავსტრალიის მოქალაქის ცხედრის პოვნას ეხმაურება და წერს, რომ “როგორმე უნდა შევაჩეროთ ეს ისტერია!”

“ადამიანი ჩამოვიდა სხვა ქვეყნიდან. ორი წელია ცხოვრობს ჩვენს სამშობლოში. ცხადია უყვარს კიდეც ჩვენი ადათიც, წესიც, ტრადიციაც, ხალხიც, აბა ისე აქ რა გააჩერებდა? აბა ისე უანგაროდ და უფულოდ, მოხალისეობრივად რატომ გასწავლიდა ინგლისურს. უყვარდა ეს ქვეყანა, მოვწონდით ჩვენ.

„ყველაზე ლამაზი ხელნაწერი მსოფლიოში“ - რას წერდა გარდაცვლილი ავსტრალიელი ქალი, რომელსაც საქართველოს თითქმის ყველა კუთხე ჰქონდა შემოვლილი

ავსტრალიელი ქალი წელიწადზე მეტი საქართველოში ცხოვრობდა და ინგლისურის მასწავლებლად მუშაობდა. ბინა ვერაზე, გოგებაშვილის ქუჩაზე ჰქონდა ნაქირავები.

მერე რაც მოხდა ყველა ვწერთ. არა, არა, ეს გაუგონარი ამბავია. ეს ძალიან ცუდი ამბავია (გარდა იმისა რომ ადამიანის მკვლელობა ისედაც ცუდი ამბავია).
როგორმე უნდა შევაჩეროთ ეს ისტერია!”,- წერს ლიკლიკაძე.

შანე ბრუკის კვალი ტყის მასივში გუშინ საღამოს, 5 საათისთვის დაიკარგა. მისი ერთ-ერთი მეგობრის თქმით, შანე ბრუკი ბოლოს ტელეფონზე მეგობარს ელაპარაკებოდა, როდესაც მას მოულოდნელად თავს დაესხნენ, ის კი დახმარებისთვის ყვიროდა.

იარაღი ლეგალური უნდა იყოს… ან გაბედავდა თავდასხმას, ან ვერა. ან მოერეოდა, ან ვერა. ახლა ზუსტად ვიცით, რომ მოერია – ჰერმან საბო

ინგა გრიგოლია: ეს ქვეყანა კლავს, ადამიანებსაც და მომავალსაც… მანამდე ჩუმად უყურეთ ტელევიზორებს და გული დაიმშვიდეთ იმით, რომ სხვებს კლავენ, სცემენ და თქვენ (ჯერ) არა

ავსტრალიელი ქალის ცხედარს სამართალდამცველებმა “ეშმაკის ბორბლიდან” რამდენიმე ათეული მეტრის მოშორებით, ტყეში მიაკვლიეს. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს. პროცესის დასრულების შემდეგ ცხედარს ექპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები