LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უყურებ მას და გიკვირს, როგორ უნდა იცხოვრო ამხელა ცხოვრება ისე არავინ ნაწყენი არ გყავდეს?“ – ზურა შევარდნაძე ნანი ბრეგვაძეს იუბილეს ემოციური პოსტით ულოცავს

398
356810237_955362482416790_3791135220497198969_n

„გარდენიას” მფლობელი ზურა შევარდნაძე ნანი ბრეგვაძეს იუბილეს ემოციური პოსტით ულოცავს

ნანი ბრეგვაძე იუბილარია – ლეგენდარული მომღერალი 87 წლის გახდა

„არაა ადამიანი ჩვენს ირგვლივ ვინც მასზე გადაბრუნებულ სიტყვას იტყვის, არაა მისით აღტაცებული და აღფრთოვანებული.
უყურებ მას და გიკვირს, როგორ უნდა იცხოვრო ამხელა ცხოვრება ისე არავინ ნაწყენი არ გყავდეს? ასე ლამაზად, ნიჭიერად, უზადო გემოვნებით, ზომიერად, ქართულად!

ბედნიერებაზე მეტია თქვენთან სიახლოვეს გატარებული ყოველი წუთი.

ქალბატონო ნანი, ჩვენო ძვირფასო მეგობარო, დამრიგებელო, მასწავლებელო, მისაბაძო და საიმედო ადამიანო მთელი გულით გისურვებთ ჯანმრთელობას და მხნეობას. უსაშველოდ გვიყვარხართ!!!“, – წერს ზურა შევარდნაძე.

ფოტო: ზაქარია ჭელიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები