საქართველოში დაწესებული ღამით გადაადგილების შეზღუდვა ძალაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.
4-11 მაისი უქმე დღეებად ცხადდება – საკოორდინაციო საბჭომ დამსაქმებლებს თანამშრომელთა დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართა
“საბჭოს გადაწყვეტილებით, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების შეფასების საფუძველზე, ამ ეტაპზე ძალაში რჩება ღამის 21:00-05:00 საათამდე გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვა” – ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„დადებითობის მაჩვენებელი 2%-ს გადასცდა, რაც საყურადღებოა და იმას ნიშნავს, რომ ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი იზრდება. ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა არის ერთ-ერთი მექანიზმი, რომელმაც ბევრი ევროპული ქვეყანაც იყენებს და იქ ბევრად უფრო მკაცრი რეგულაციებია დაწესებული, რადგან ეს უკიდურესად საჭიროა. რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის მოქალაქეების წუხილი და დისკომფორტი, რომელიც მოჰყვება ამ შეზღუდვას, მაგრამ ეს ქმედითი მექანიზმია“,- განაცხადა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.