ამ ფაქტს არა მხოლოდ ორი ადამიანის დაპატიმრება და დასჯა უნდა მოჰყვეს, არამედ უწყებაში უნდა გამოჩნდეს პასუხისმგებლიანი ხელმძღვანელი, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას ამ ყველაფერზე – ეს არის სისტემური დანაშაული, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადს, რითაც პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვან შშმ პირზე ძალადობის ფაქტს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ძალადობა “ქართული ოცნების” პირობებში პოლიციის ხელწერა გახდა.
“პოლიციელების ეს ქმედება წლების მანძილზე წახალისებული იყო ხელისუფლების მიერ, რადგან პოლიციელებმა ნახეს, რომ როცა მშვიდობიანი მომიტინგეები დაარბიეს “გავრილოვის ღამეს”, არავინ არ დასჯილა.” – განაცხადა მანჯგალაძემ
მან ასევე 5 ივლისის მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რომ არც ამ დღის მოვლენების შემდეგ დასჯილა ივნმე.
“როდესაც ჟურნალისტებს დაერივნენ 5 ივლისს და არავინ არ დასჯილა – დიახ, მაშინ ხელისუფლებამ წაახალისა ძალადობა.” – აცხადებს მანჯგალაძე.
“ამ ფაქტს არა მხოლოდ ორი ადამიანის დაპატიმრება და დასჯა უნდა მოჰყვეს, არამედ უწყებაში უნდა გამოჩნდეს პასუხისმგებლიანი ხელმძღვანელი, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას ამ ყველაფერზე – ეს არის სისტემური დანაშაული. ძალადობა “ქართული ოცნების” პირობებში გახდა პოლიციის ხელწერა”, – განაცხადა მანჯგალაძემ.