LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უწერაში 12-ნომრიანი სასტუმრო აშენდება

100

ონის რაიონში, სოფელ უწერაში მალე 12-ნომრიანი სასტუმრო აშენდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ პროექტ „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში აუქციონზე, მაღალი კონკურენციის შედეგად, მორიგი უძრავი ქონება გაყიდა.

სამინისტროს ინფორმაციით, აუქციონის პირობების თანახმად, სოფელ უწერაში მდებარე 1691 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მცირე ზომის სასტუმრო აშენდება, რისთვისაც არანაკლებ 450 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

პროექტის ”50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში ეს უკვე რიგით მესამე გაყიდული ობიექტია.

შეგახსენებთ, პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ 2016 წლის ოქტომბრიდან მიმდინარეობს. დღეის მდგომარეობით, უკვე 10 390 000 ლარის სახელმწიფო ქონება გაიყიდა, ხოლო სასტუმრო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 15 000 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება.

პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ინვესტორებს აძლევს შესაძლებლობას, საქართველოს ტერიტორიაზე უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით მოაწყონ სასტუმრო კომპლექსი და გზებზე გასაჩერებელი/მოსასვენებელი ინფრასტრუქტურა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები