LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხი არ დგას – გიორგი გახარია

87

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას, განცხადებით, თბილისში ვიზიტით მყოფ გერმანიის დელეგაციასთან საუბარი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხს არ შეეხება.

გახარიამ თქმით, ეს იქნება ტექნიკური შეხვედრები, რომელზეც საუბარი გაიმართება იმ ტექნიკურ ღონისძიებებზე, რომელსაც საქართველოს მთავრობა უახლოეს პერიოდში გაატარებს.

შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხი დღის წესრიგში არ დგას. კიდევ ერთხელ ვამბობ ხაზგასმით, რომ რამდენიმე ქვეყანაში არის შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ თავშესაფრის მოთხოვნების რაოდენობა არის გაზრდილი, თუმცა უნდა გვესმოდეს ერთი რამ, როგორც ჩვენი ევროპელი კოლეგები, ასევე ჩვენ გარკვეული რაოდენობის ზრდას ველოდით. აბსოლუტურ ციფრებში ეს არაა დიდი ციფრები, თუმცა პროცენტული ზრდის ტენდენცია არსებობს. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, ნაწილობრივ გაცხადებული, რომელსაც პრევენციის ძალა ექნება, რამეთუ ამ გამოწვევას ყველამ ერთად ვუპასუხოთ, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები