LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უვადო პატიმრობა ძალაში რჩება – 20 წლის ანა ნაცვლიშვილის სასტიკ მკვლელობაში მსჯავრდებული ლადო გრიგალაშვილი უზენაესმა სასამართლომაც დამნაშავედ ცნო

706
BeFunky-collage (7)

20 წლის ანა ნაცვლიშვილის სასტიკ მკვლელობაში მსჯავრდებული ლადო გრიგალაშვილი უზენაესმა სასამართლომაც დამნაშავედ ცნო. ქვეყნის უმაღლესმა ინსტანციამ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება – ლადო გრიგალაშვილის მიმართ შეფარდებული უვადო პატიმრობა ძალაში დატოვა.

მსჯავრდებული ლადო გრიგალაშვილი ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს.

აღნიშნულ საქმეზე სახელმწიფო ბრალდებას სასამართლოში არაერთი მტკიცებულება ჰქონდა გამოკვლეული, თუმცა, მსჯავრდებული და მისი ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებებს მაინც ასაჩივრებდნენ.

თბილისში, თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილი მიმდინარე წლის 22 თებერვალს მოკლეს.

მკვლელობის ბრალდებით, ნაცვლიშვილის მეგობარი ლადო გრიგალაშვილი დააკავეს.

გამოძიების თანახმად, მან ანა ნაცვლიშვილი შემთხვევის დღეს სახლიდან გაიყვანა და დანით 33 ჭრილობა მიაყენა. თავისა და კისრის არეში მიყენებული სასიკვდილო ჭრილობებით ანა ნაცვლიშვილი ადგილზე გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები