LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უუუხხხხ, მაგარია! ესეც ზელეა!!!! მართლა პელეა! მართლა ტრიუმფალური ვიზიტი გამოვიდა – ბუკა პეტრიაშვილი

615
Untitled design

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი უკრაინის პრეზიდენტის დიდ ბრიტანეთში ვიზიტს ეხმიანება.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანეთის პარლამენტის სპიკერს უკრაინელი პილოტის ჩაფხუტი გადასცა წარწერით: “ჩვენ თავისუფლება გვაქვს, მოგვეცით ფრთები, რომ იგი დავიცვათ”

ბუკა პეტრიაშვილი ვიზიტს ტრიუმფალურს უწოდებს და აქვე უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებზე წერს:

პეტრიაშვილის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

„აბა, დილა მშვიდობისა, ჩემო მეგობრებო! #BუკაDეილიNიუსი მოგესალმებით მაგარი ამბებით! – „დიდი ბრიტანეთის მეფე სამხედრო-საჰაერო ძალების მფრინავია, უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების მფრინავები კი მეფეები“ – წარმოიდგინეთ ამას რომ ისმენს უკრაინელი სამხედრო მფრინავი თავისი უმაღლესი მთავარასარდლისგან, რომელიც სიტყვით დიდი ბრიტანეთის პარლამენტში გამოდის და მეფესთან შესახვედრად მიდის. უუუხხხხ, მაგარია! ბრავო ზელენსკის და მის გუნდს!

„ჩვენ გვაქვს თავისუფლება! მოგვეცით ფრთები, რომ ის დავიცვათ“, ესეც ზელეა!!!! მართლა პელეა!
„მივდივარ მეფესთან და გიტოვებთ წინასწარ დიდ მადლობას საბრძოლო თვითმფრინავების საკითხში მხარდაჭერისთვის“ – დაიბევა ზელემ დიდი ბრიტანეთის პარლამენტარები!

შედეგების მიხედვით, მართლა ტრიუმფალური ვიზიტი გამოვიდა დიდ ბრიტანეთში.

1) შორ მანძილზე რაკეტების გადმოცემას თანხმობა; 2) ჩელენჯერების გადმოცემა დაჩქარდება – მარტში უკვე გვეყოლება; 3) უკრაინელი მფრინავების მომზადების დაწყება გადაწყვეტილია, თვითმფრინავების საკითხის დეტალურად მომზადება რიში სუნაკმა ბენ უოლესს დაავალა, პრესკინფერენციაზე კი განაცხადა, რომ არცერთი საკითხი არ არის დღის წესრიგიდან მოხსნილი და ყველაფერი განხილვის საგანია (ვიზიტამდე ბრიტანეთი აცხადებდა, რომ არაპრაქტიკული იქნება თვითმფრინავების გადაცემა უკრაინისთვისო)!

ლონდონიდან ზელე პარიზში დააწვა. იქ მაკრონთან და შოლცთან შეხვედრა გამართა და ელისეს სასახლში მათთან ერთად ისადილა. მინამ ზელე შოლცთან ერთად პურსა სჭამდა, ლეოპარდ2 ა6 ტანკები გერმანიიდან პოლონეთში გაზამდა (ჩაიბარებენ იქ ჩვენი ბიჭები, გახედნავენ და სახლში წამოიყვანენ);

დღეს ზელე ბრიუსელში იქნება. ჯერ ევროპარლამენტში გამოვა სიტყვით, მერე კი ევროპული კავშირის ლიდერთა სამიტში მიიღებს მონაწილეობას!

ამასაობაში აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, სამხედრო დახმარების სტრუქტურა და ნომენკლატურა იცვლება, უკრაინას მივაწვდით იმ შეიარაღებას, რაც მას ტერიტორიების დასაბრუნებლად სჭირდებაო!

საერთოდ გუშინდელი დილა დაიწყო პრეზიდენტმა ბაიდენმა! მან პირველმა დაიჭექა თავის ყოვლეწლიურ მიმართვაში “ბოლომდე”!!!! “გამარჯვებამდე”!!! ალავერდი პრემიერმა სუნაკმა ჩაიბარა და კიდევ უფრო გაამძაფრა: “პუტინის დამარცხებამდე”!!!!!

დღის ბოლოს პრეზიდენტმა მაკრონმა კლასიკურ ფრანციცულ სტილში: “გამარჯვებისკენ! მშვიდობისკენ! ევროპისკენ”! (არადა შარშან ზუსტად ამ დღეს პუტლერთან 30-მეტრიან მაგიდასთან მეორე ბოლოში იჯდა და იფიცებოდა, კაი ხანი არ ვაპირებთ უკრაინის ნატო-ში მიღებასო! პუტლერ, შე მანიაკო, დაგეჯერებინა, მარა არა შეჯდა მტერი ხესა…). შეჯდომაზე ჩაჯდომა გამახსენდა. პუტლერის საუბრის ჩანაწერი გავრცელდა, ბრძანებას რო აძლევს საზენიტო სარაკეტო სისტემისთვის რაკეტების მიწოდებაზე, რომლითაც 2014-ში მალაიზიური სამოქალაქო თვითმფრინავი ჩამოაგდეს! გაახმე ორცხობილები პუტლერიკ, თორე შენს ხასებს ასე მიყოლებით ართმევენ ბინებს ლონდონებში და ნიცებში, უყინავენ ანგარიშებს და “პერედაჩის” ამბავში მაგათი კი არა, მარგოშია სიმანიანის იმედადაც ნუ იქნები მანცდამაინც, მგონია სიკტილს აპირობს რუსეთიზა (არ შეუშალოთ ხელი, დიდი მადლი იქნება ურდოსიისთვის მისი სიკტილი) ))))))

დავბრუნდით პარიზში! კანცლერმა შოლცმა კიდევ ასევ ტიპიურად გერმანულად ლაკონურად: “ყველაფერს გავაკეთებთ, რაც საჭირო იქნება”!!!

პუტლერის განეცმა დიდ ბრიტანეთში ამოიკნავლა, თვითმფრინავების მიცემას მთელი მსოფლიოსთვის მოჰყვება შედეგებიო! ყველამ ერთად გაგზავნეს #რუსკივაენიკარაბლიდინახუი ზე ურდოსიის საელჩო და მისი ნასიალნიკობა ჯაგლაგა ლავრაშას თამადობით!

სხვისი არ ვიცი ძმაო, მარა მე ჩემი ქვეყანა უსაფრთხო და განვითარებული მხოლოდ და მხოლოდ ერთად წარმომიდგენია, ვისაც უნდა ჩრდილოეთ კორეა, ერითრეა, ლუკაშა და აიათოლების რეჟიმი, ცეესკას ყინულის არენამდეც გზა ჰქონია :))))))

ხვალ 40 ქვეყნის წარმომადგენლები შეიკრიბებიან, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი აზრზე მოიყვანონ და რუსეთის და ბელარუსის დელეგაციების პარიზის ოლიმპიადაში მონაწილეობის გადაწყვეტილება გააუქმებინონ! ეს ქრთამი მართლა რო ჯოჯოხეთს ანათებს, თორემ რა უნდა თანამედროვე გიტლერის და მუსოლინის ნაკრებებს პარიზის ოლიმპიადაზე!

ფრონტზე მთავარი ბაგაბუგი ისევ ბახმუტის ირგვლივაა:

სამხრეთით კლეშჩეევკას მხრიდან მაგრა მოხვდა ურდოს ჩვენებისგან (შიგ კლეშჩეევკაშიც დაუბომბეს საწყობები და სადგომები), ტ0504 ტრასიდანაც ისევ გაყარეს და ივანოვსკოესთან თავ-პირიც დაამტვრიეს (ანუ მიაკობზოონეს.

ავდეევკა და მარიინკა – შეკავდა ეს მართლა ამოსაწყვეტი ურდო ამ ორ სოფელს, ხან პირდაპირ უტევენ, ხან იქიდან უვლიან, ხან აქედან, ჩემი კანჭები – ვერაფერს გახდნენ აქობამდის! კიდევ კაი ხანს ვერაფერს გახდებიან!

შიგ ბახმუტში ხორცკომბინატთან მაგრა მიცხეს ჩვენებმა, მარა კუხარკა პრიგოჟინის ვაგნერელები ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით მოძვრებიან მანიაკებივით!

ყველაზე დიდი ბრძოლა კრასნაჰორასთან არის, 3 მხრიდან გვიტევს ურდო! პარასკოვიევკასთანაც უნდათ შეტევის განვითარება, მაგრამ ჯერეჯერობით მაგრა დგანან ჩვენები! შეიძლება შემოუარონ პარასკოვიევკას და მომარაგების ტრასისკენ შეუტიონ – სევერსკ-ბახმუტის გადაკეტვისთვის იბრძოლონ!

კრემინნას ტყის მასივებში ვითარება უცვლელია! სვატოვოსკენ პოზიციურ ბრძოლები მიდიოდა! ხარკოვის მიმართულებაზე გააქტიურდნენ ურჩხულისშვილები და ზაპოროჟიეში ტოკმაკისა და პოლოგების რაიონებში მოყარეს დამატებითი ძალები!
ჩვენებიც ემზადებიან დიდი შეტევის მოსაგერიებლად და, რა თქმა უნდა, გადამწვეტი შეტევების განსახორციელებლად!
უკრაინა გაიმარჯვებს 2023-ში! საქართველოს ეკუთვნის გახარება 2023-ში! პუტლერის ბოროტების იმპერია გრუხუნით ჩამოინგრევა 2023-ში!“ – წერს ბუკა პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში.

ვოლოდიმირ ზელენსკი ბორის ჯონსონს – ბორის, შენ გააერთიანე სხვები, როცა ეს აბსოლუტურად, აბსოლუტურად შეუძლებელი ჩანდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები