LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უტრეხტი ველოსიპედისტებისთვის ყველაზე კომფორტული ქალაქია

48
1_khYMENF_L26uYtZhN14f0Q

უტრეხტი (ნიდერლანდები) ველოსიპედისტებისთვის ყველაზე კომფორტული ქალაქების რეიტინგის სათავეში მოექცა. ყველაზე „ველო“ ქალაქების გასარკვევად მრავალი ფაქტორი გაითვალისწინეს – დაწყებული ქალაქში ველოსიპედების რაოდენობით, მეტეოროლოგიური მდგომარეობით დასრულებული. ამის შესახებ ინფორმაციას The Mayor ავრცელებს.

უტრეხტში ველოსიპედი მოსახლეობის 51%-ს აქვს და ქალაქში ბევრი დღეა ამ ტრანსპორტისთვის შესაფერისი, დიდი იშვიათობაა ექსტრემალური ამინდი, ყინვა, ქარიშხლები. გარდა ამისა, უტრეხტში განვითარებულია ინფრასტრუქტურა, რაც ველოსიპედს ტრანსპორტის კომფორტულ სახეობად აქცევს.

აღსანიშნავია, რომ „ველო“ ქალაქების საუკეთესო ათეული მთლიანად ევროპამ დააკომპლექტა და ერთადერთი გამონაკლისი ჩინური ხანჩჟოუა.

დანარჩენი პოზიციები კი ნიდერლანდებმა, გერმანიამ, ბელგიამ, დანიამ, შვედეთმა და შვეიცარიამ გაინაწილეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები